LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის მუხლებით არაერთი საქმეა აღძრული: სახალხო დამცველი

65
ნინო ლომჯარია

“ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბენეფიციარებმა, რომლებმაც პანსიონი დატოვეს, სამართალდამცველებს მიმართეს.

„ბოლო წლების განმავლობაში ძალადობის მუხლების საფუძველზე არაერთი გამოძიებაა დაწყებული, ეს ამ პანსიონის ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობაზე საკმაოდ მძიმე მუხლებია. ასევე, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს გამოძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბენეფიციარებმა დაწესებულება დატოვეს და შემდგომ უკვე სამართალდამცველებს მიმართეს.

ეს კიდევ არის დასტური იმისა, რომ იქ ყოფნის პერიოდში ბავშვებს არ აქვთ არანაირი საშუალება, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე შესაბამის უწყებებს შეატყობინონ, ვინაიდან არიან სრულიად იზოლირებულები,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები