გადაცემა “დილა მშვიდობისა საქართველოს” წამყვანი, ნინუცა მაყაშვილი „ტვ პირველის“ შუადღის გადაცემის შეკითხვებს პასუხობს და მორიგ ტელეინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის, რაც ბესო ზანგურთან დაკავშირებით თქვა, აისბერგის მცირე ნაწილი იყო.
ნინუცა მაყაშვილი:
„რამდენიც გინდა, იმდენი ჭორი გამიგია. მაგალითად, ის, რომ სიმართლე ვთქვი ფულის სანაცვლოდ, მაგალითად, ის, რომ პოპულარობის მოპოვება მინდოდა, მაგალითად, ის, რომ ავანტიურისტი ვარ და სპეკულანტი, ის, რომ განსხვავებული ორიენტაცია მაქვს…“
კითხვაზე, რას იტყვის ისეთს, რაც აქამდე არასდროს უთქვამს, ნინუცა პასუხობს:
„რაც იყო, უკვე ვთქვი, მაგრამ ისიც აისბერგის მცირე ნაწილი იყო…“