LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სპექტაკლი „თეთრი ბაირაღები“ წარმოადგინეს

146
თეთრი-ბაირაღები

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „თეთრი ბაირაღების“ ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სტუდენტი მსახიობების მონაწილეობით შედგა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ნუგზარ ბუცხრიკიძე.

ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთევან დუმბაძე – საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი; საქართველოს პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე – კულტურის კომიტეტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ენუქიძე; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე; ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დასი უნივერსიტეტის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული და, საგულისხმოა, რომ სპექტაკლში მონაწილეობდნენ პირველკურსელებიც.

ცნობილია, რომ „თეთრი ბაირაღების“ სცენაზე გაცოცხლების შემოქმედებით პროცესს ხშირად ესწრებოდა თავად ავტორი, ყველასათვის საყვარელი ქართველი მწერალი – ნოდარ დუმბაძე. მისი დაბადებიდან 95 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, სტუდენტების მონაწილეობით სწორედ „თეთრი ბაირაღები“ დაიდგა, რისთვისაც კულტურის მინისტრმა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძესა და სტუდენტებს დიდი მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები