LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე: ეს საქმე ასე ვერ ჩაივლის.. ველოდებით განსასჯელის სკამზე იმ ადამიანების ხილვას, ვინც ეს უკანონობა დააკანონა ამ ქვეყანაში

281
bzamochra (4)

ე.წ. სუს-ის ფაილების საქმესთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.

როგორც მათ აღნიშნეს, საგამოძიებო უწყებას მათთვის ამ დრომდე არ გაუცია პასუხი, ვისი დავალებით უსმენდნენ ჟურნალისტსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.

როგორც “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ აღნიშნა, არცერთი ჟურნალისტი, ვისაც მისივე თქმით, წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენდა სუს-ი, დაზარალებულის სტატუსით არ სარგებლობს.

“უკიდურესად შემაშფოთებელია ფაქტი, რომ პროკურატურა არ გვეუბნება რა ეტაპზეა გამოძიება და არ გვანიჭებს დაზარალებულის სტატუსს. ეს საქმე ასე ვერ ჩაივლის, რომ თითქოს დრო გავიდა და ჩვენ თითქოს გადაგვავიწყდა. მოვთხოვთ პასუხებს, პირველ რიგში საქართველოს პროკურატურას.

ასე რომ ველოდებით თქვენგან გამოძიების შედეგებს და ველოდებით განსასჯელის სკამზე იმ ადამიანების ხილვას, ვინც ეს უკანონობა დააკანონა ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები