LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილმა საქართველო დატოვა: „ამერიკაში ჩამოვედი, როგორც მუდმივი მცხოვრები…“

36945
ნოდი

ნოდიკო ტატიშვილმა საქართველო დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა. როგორც ის ამბობს, ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ „ხელოვანს ყოველთვის აქვს სურვილი, უფრო დიდ სივრცეებში წარმოაჩინოს თავი. შვიდი საერთაშორისო კონკურსი მაქვს მოგებული, შვიდ ქვეყანაში წარვადგინე ჩემი სამშობლო და შვიდივედან წამოვიღე პრიზი და პრემია. ახლა მინდა, ამერიკაში მოვსინჯო ჩემი შესაძლებლობები, იქაც ვასახელო ჩემი ქვეყანა“.

როგორც მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ საუბარში აღნიშნავს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიანიჭა ექსტრაორდინარული ტალანტის არტისტის სტატუსი: „მომცა მუდმივი ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ეს პასუხი რომ მომივიდა, შოკში ვიყავი. როცა სახელმწიფო დეპარტამენტი გაღიარებს საინტერესო არტისტად, ეს არ არის უბრალო ამბავი…“

ვიდეო: ნოდიკო ტატიშვილს შუა სიმღერისას ფონოგრამა გამოერთო – ნახეთ, რა გააკეთა მომღერალმა

ვიდეო: „საამაყო ქართველები.. საოცრებაა ეს პატარა ბიჭი“ – ნიკოლოზ ხარატის და ნოდიკო ტატიშვილის მიერ საოცრად შესრულებული „ქართველების ერთად ყოფნა“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g