LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიის პოლიციამ რუსი დაქირავებული დაჯგუფების „ვაგნერის“ ყოფილი მეთაური დააკავა, რომელიც ბრძოლის ველიდან გაიქცა და თავშესაფარს ითხოვდა

163
ანდრეი მედვედევ

პოლიციამ რუსული გასამხედროებული ჯგუფის, „ვაგნერის“ ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი დააკავა, რომელიც ახლახან ნორვეგიაში გაიქცა და იქ თავშესაფარს ითხოვდა.

მედიის ინფორმაციით, მედვედევის ნორვეგიელმა ადვოკატმა, ბრინჯულფ რისნესმა განაცხადა, რომ იგი ამჟამად  დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. 

მედვედევმა Guardian-თან მოკლე სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ იგი დააკავეს და შეშფოთება გამოთქვა, რომ იგი რუსეთიდან გააძევეს.

ცნობისთვის, 26 წლის ანდრეი მედვედევმა ნორვეგიის საზღვარი 13 იანვარს გადაკვეთა, რის შემდეგაც ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვა.

გაქცევამდე მედვედევმა თქვა, რომ უკრაინაში ის შეესწრო „ვაგნერის“ მებრძოლების მკვლელობას, რომლებსაც საკუთარი მეთაურები ბრძანებების დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდნენ.

უკრაინაში მიმდინარე სიახლეებს ვრცლად გაეცნობით:

ზელენსკი: როცა რუსეთის ფედერაციას 1000 ტანკი აქვს, პარტნიორებისგან 20-50 ტანკის მოწოდება პრობლემას ვერ გადაჭრის

„მინისტრს ვთხოვე, იმუშაოს ამ საკითხზე“: საფრანგეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას არ გამორიცხავს

ბორის ჯონსონი: არ მოუსმინოთ მათ არგუმენტებს, ვინც ამბობს, რომ კიევში იარაღის გაგზავნა ომის ესკალაციას გამოიწვევს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g