ნუცა ბუზალაძე „იმედს“ სტუმრობდა.
მომღერალმა საკუთარი თავის და გეგმების შესახებ ისაუბრა.
როგორც ნუცამ აღნიშნა, ბავშვობაში რასაც წარმოიდგენდა ხოლმე, ყველაფერი აუხდა.
„ბავშვობაში წარმოვიდგენდი ხოლმე როგორი მინდოდა ვყოფილიყავი და ყველაფერი ამიხდა“…- თქვა ნუცამ და აღნიშნა, რომ რაღაც ჩანაფიქრები აქვს, თუმცა ჯერ გამხელას არ აპირებს.
ნუცამ გადაცემაში თქვა, რომ მას თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებასა და მიზნების განხორციელებაში დედა და დეიდა დაეხმარნენ.
„ეს არის დედაჩემის და დეიდაჩემის დამსახურება. იმდენს მაქებენ სულ, თავში არ მივარდება, მაგრამ ეს ყველაფერი კარგია. ძალიან მნიშვნელოვანია შენები რომ გაქებენ,“ – აღნიშნა ნუცამ.
მისივე თქმით, მალე სუნამოს გამოუშვებს, უკვე სუნიც შერჩეული აქვს და სუნამოს დიზაინიც.