LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა შანშიაშვილი: „ოცი წლის ვიყავი, როდესაც რუსეთში კარიერის აწყობა დავიწყე… ჩემი წარმატება გარკვეულ კასტას აღიზიანებდა…“

589
nuca

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება და პასუხობს კითხვას, რა ტკივილების დათრგუნვის ხარჯზე მოუხდა ცხოვრების გაკვეთილების სწავლა:

„ოცი წლის ვიყავი, როდესაც რუსეთში კარიერის აწყობა დავიწყე. მშვენიერი, ლამაზი, ძლიერი ხმით. თვითონ ვწერდი სიმღერებს, არანჟირებას ვაკეთებდი, წარმატებული ვიყავი. ამ დროს ეს წარმატება, გარკვეულ კასტას აღიზიანებდა. ტკივილს მაყენებდნენ. ვხედავ, კონცერტებზე მღერიან მომღერლები, რომლებიც არანაირად არ არიან ჩემზე უკეთესები. მე ხალხი მიკრავს ტაშს, დარბაზი კივილ-წივილით მხვდება და ამ დროს შუა ეთერიდან მჭრიან. სამყაროს ისეთად აღიქვამ, როგორიც შენ ხარ. ბოროტიც, ნეგატივიც შენში გამოსასწორებელი თვისებებია. ამას გიგზავნის შემქმნელი, რომ ეს ყველაფერი გარედან დაგანახვოს. მე ეს ვისწავლე, მე ეს გავიარე. ვინც იმ აზრით არის გაზრდილი, რომ ბოროტს უნდა ებრძოლო და მტერი მოკლა, ამის გაგება გაუჭირდება. კი, თუ შენზე დანით მოდის ადამიანი, თავი უნდა დაიცვა და შეიძლება, მოკლა კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი, ეს გარეგანი რთული მდგომარეობები იმისთვის გეძლევა, რომ შენი შინაგანი ტრანსფორმირება მოხდეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g