LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებისთვის” საგამოძიებო კომისია უბრალოდ ალიბია, რომ როგორღაც ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია მიიღონ: სერგი კაპანაძე

55
სერგი კაპანაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის დაანონსებას ეხმაურება და ამბობს, რომ სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება საგამოძიებო კომისიაზე საუბრობს, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდა “ქართული ოცნება” პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ კომისიას. კაპანაძის შეფასებით, ხელისუფლებისთვის საგამოძიებო კომისია ალიბია, რათა როგორღაც პარლამენტის ლეგიტიმაცია მიიღონ და ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

„სირცხვილია, როდესაც “ქართული ოცნება” საგამოძიებო კომისიაზე საუბრობს. კარგად გვახსოვს როგორ ექცეოდა “ქართული ოცნება” პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ კომისიას. ახლა მათთვის საგამოძიებო კომისია უბრალოდ ალიბია, რომ  როგორღაც ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია მიიღონ და ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს.

“ამიტომ, მათ საგამოძიებო კომისია კი არ აინტერესებთ, არამედ აინტერესებთ ის, რომ როგორღაც  ოპოზიცია შიგნით შეიტყუონ. რა  თქმა უნდა, ეს ამბავი არ გამოვა, ჩვენ პარლამენტში  შესვლა შეგვიძლია, თუმცა, მანამდე არჩევნებთან დაკავშირებით  შეთანხმება უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს შეთანხმება პოლიტიკურ პატიმრებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე  სხვა თემებზე შეგვიძლია ვისაუბროთ,“ – განაცხადა კაპანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები