LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახში კონფლიქტის გამო ქალმა პოლიციაში უჩივლა.. პოლიციიდან ციხეში გაუშვეს, 2 თვე იჯდა“ – რას ამბობს საგარეჯოში ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ბიძა

335
მკვლელობა საგარეჯოში

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა, წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული, მას წინასწარი პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება ორი თვის წინ დატოვა.

მედიის ცნობით, ინფორმაციას ადასტურებს თავად დაჭრასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილის, იაკუბ ხიხავაროვის ბიძა.

მისი განცხადებით, კაცს ყოფილ ცოლსა და მის მეუღლესთან, რომელიც, ასევე, მისი ბავშვობის მეგობარი იყო, კონფლიქტი ჰქონდა.

როგორც ეჭვმიტანილის ბიძა ამბობს, მეგობრებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქალმა ქმრის მეგობართან მიმოწერა დაიწყო“.

„მეგობარი იყო, ჰქონდათ ოჯახში მისვლა-მოსვლა და ყველაფერი. ამ ბიჭს მის ცოლთან ჰქონია ურთიერთობა, ტელეფონზე მათი მიმოწერები ნახეს.

მკვლელობა საგარეჯოში – პოლიცია 36 წლის მამაკაცის მკვლელობასა და ყოფილი ცოლის დაჭრაში ეჭვმიტანილს ეძებს

გარდაცვლილის ოჯახი მოტივად შურისძიებაზე საუბრობს და ამბობს, რომ დაჭრილი ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა.

ოჯახში კონფლიქტის გამო, ქალმა პოლიციაში უჩივლა. პოლიციიდან ციხეში გაუშვეს, 2 თვე იჯდა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ეჭვმიტანილის ბიძამ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში გუშინ მოხდა.

ადგილობრივები ინფორმაციით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მისი მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

36 წლის იაშარ ჯაფაროვი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია მოთავსებული.

magti 5g