LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა კიევთან ახლოს ხელებაწეული მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – რა კადრებს ავრცელებს გერმანული გამოცემა

1641
BeFunky-collage (1)

რუსმა ოკუპანტებმა კიევის მახლობლად მშვიდობიან მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია Telegram არხზე ავრცელებს ინფორმაციას.

უკრაინის სტრატკომის ინფორმაციით, დანაშაულის ამსახველი კადრები გერმანელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.

ZDF Frontal-ის მიერ დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შეუიარაღებელი ადამიანი ავტომობილიდან გადმოვიდა და ხელები მაღლა ასწია, ამის მიუხედავად, ოკუპანტებმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

“პუტინი საუბრობს უკრაინაში “სპეცოპერაციაზე”, რომელიც არ არის მიმართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, თუმცა კიევიდან დასავლეთით რამდენიმე კლიმოეტრში, უპილოტო საფრენმა აპარატმა დააფიქსირა, როგორ ესროლეს რუსმა ჯარისკაცებმა მშვიდობიან მოქალაქეს”, – წერს გერმანული გამოცემა. 

ომი სამწუხაროდ, დიდხნიანი იქნება, მინიმუმ ერთი წელი – გენერალი ზაზა გოგავა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები