LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებს სადგურიდან რამდენიმე მეტრში დიდი რაოდენობით რეაქტიული ჭურვები შეაქვთ – უკრაინა ჩერნობილში გაეროს სპეციალური მისიის გაგზავნას მოითხოვს

144
BeFunky-collage

უკრაინა ჩერნობილის ზონაში გაეროსგან სპეციალური მისიის შეყვანას ითხოვს. 

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოსგან ზომების მიღებას ითხოვს ზონის დემილიტარიზაციისთვის.

მიზეზი რუსი ოკუპანტების ქმედებებია – უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროები უგულებელყოფენ საფრთხეებს და გაფრთხილებებს და აგრძელებენ მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებას და შენახვას ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს.

“ათობით ტონა რაკეტა, საარტილერიო ჭურვი და ნაღმტყორცნები ყოველდღიურად ტრანსპორტირდება რუსეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფების მიერ გომელის ოლქის ნაროვლიას რაიონში განლაგებული ლოჯისტიკური ბაზიდან.

მათი სატრანსპორტო დერეფანი გადის ქალაქ პრიპიატში, ატომური ელექტროსადგურის საიზოლაციო ობიექტებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში. საბრძოლო მასალა ინახება ქალაქ ჩერნობილში, ქალაქ პრიპიატთან, რომელიც ასევე მცირე მანძილზეა ატომური ელექტროსადგურიდან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ვერეშჩუკის განცხადებით, ოკუპანტების ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ასობით მილიონ ევროპელს:

“ატომური უსაფრთხოების კონტექსტში, რუსი სამხედროების უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური ქმედებები ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ასობით მილიონ ევროპელს.

ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ჩერნობილის გამორიცხვის ზონის დემილიტარიზაციისა და გაეროს სპეციალური მისიის შექმნისთვის, რათა აღმოიფხვრას ჩერნობილის ავარიის განმეორების რისკი, საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად”, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g