LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

82
c6aafed7-4ce0-4ba1-b52e-2eebb3d4bd76-640

გუდაუთის საავადმყოფოში გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

90 წლის ქალი კლინიკაში პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით 20 სექტემბერს მოათავსეს. მედიკოსების თქმით, მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში ინფექცია 1286 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები