LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დუმის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გახსნეს

46
აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის 9 საარჩევნო უბანი გახსნეს. სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში მუდმივად, ან დროებით ცხოვრობენ, ხმის მიცემას შეძლებენ სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

რუსეთის დუმის არჩევნები 19 სექტემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები