LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდამჭერების აქცია იმართება – ლევან ვასაძე ნინო ლომჯარიას გადადგომას ითხოვს

76
77877777

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გადადგომას ითხოვს. აღნიშნული განცხადება მან სახალხო დამცველის ოფისთან გააკეთა, სადაც მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები აქციას მართავენ.

ადგილზე შეკრებილი არიან სასულიერო პირები და მოქალაქეები, რომლებიც ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, ეკლესიის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

ლევან ვასაძე ასევე ითხოვს,  დაისაჯოს ყველა ის ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ვისაც ჩვენი ტრადიციის ცილისწამებასა და შეურაცხყოფაში მიუძღვის ბრალი. ამასთან, ვასაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით დაგეგმილი „ღირსების მარში“ გააუქმოს.

„მოვითხოვთ, ჩატარდეს გამოძიება და ის ჟურნალისტი, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ვისაც წილი მიუძღვის ცილისწამებაში და შეურაცხყოფაში ჩვენი ტრადიციისა, დასჯილი იყოს კანონის შესაბამისად. თქვენი დასასრულის დასაწყისია ის, რაც ჩაიდინეთ თქვენ  ამ დღეებში”, – თქვა ლევან ვასაძემ.

 

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო

ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მინდობით აღზრდაში იმყოფებიან: სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

ამასთან, „ალტ ინფოს“ დამფუძნებლის თქმით, ნინო ლომჯარია წლებია, საპატრიარქოს ებრძვის.

„სახალხო დამცველის ოფისთან ვიწყებთ იმის გაპროტესტებას, რასაც აშავებს ეს ადამიანი. ადამიანი, რომელიც წლებია, ებრძვის საპატრიარქოს, რელიგიას და ყველაფერ იმას, რითაც ჩვენ, ქართველი ხალხი ვამაყობთ. აქ შეკრების მიზანია მათ შორის მეუფე სპირიდონის მხარდაჭერა, ჩვენი დედაეკლესიის მხარდაჭერა. ჩვენ, დღეის ამას იქით, მივალთ ყველგან, სადაც ესენი რამეს დაგეგმავენ“, – აღნიშნა „ალტ ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ.

მანამდე, აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მეტროსთან იყვნენ შეკრებილი.

 

 

ომბუდსმენის ოფისთან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

პოპულალურები