“ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ, რასაც შეიძლება ყველა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს”- ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში გააკეთა.
ფაშინიანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ფოკუსირებული იყოს ყარაბაღში არსებული სიტუაციის სერიოზულობაზე.
კავკასიიდან შემაშფოთებელი ამბები მოდის, ვლოცულობ მშვიდობისთვის: რომის პაპი
“ომი შეიძლება ჩვენს რეგიონს გასცდეს და უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა არ დაუშვას თურქეთის კონფლიქტში ჩართვა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
დღეს, 27 სექტემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს.მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. პარალელურად, სომხეთის პრემიერმინისტრმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადა.