უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა მსოფლიოს მოუწოდებს არ შეეჩვიონ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.
როგორც მან ამერიკულ ტელეარხ ABС-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინელები არ დათმობენ საკუთარ ტერიტორიებს და თავისუფლებას.
„ჩვენ მზად არ ვართ დავთმოთ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ტერიტორიები.
არ შეიძლება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვა და შემდგომში მშვიდად ყოფნა. აგრესორი არ შეჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, არ გაჩერდებიან, სანამ სრულად არ გაგვანადგურებენ.
ამიტომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე“,- განაცხადა ოლენა ზელენსკამ.