LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის გაგრძელების მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია – რას ამბობს უკრაინის დაზვერვა

885
132029

უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის გაგრძელების ღია მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია – ინფორმაციას უკრაინული მედია, УНІАН უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ოფიციალურ მოსკოვში, მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს სურთ, რომ ომი არ დასრულდეს.

„რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში დიდი პრობლემები დაიწყო. სინამდვილეში ახლა მხოლოდ ორი ადამიანია, ვინც პირდაპირ უჭერს მხარს ომის გაგრძელებას. ყველა დანარჩენი ამის შეჩერებას ცდილობს,“- განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა.

მისივე თქმით, რუსი გენერლებიც კი ძირითადად წინააღმდეგნი არიან, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g