“იზიუმში მასობრივი საფლავებისა და წამების ადგილების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკე არ იყო ომის ცალკეული დანაშაულები”, – ამის შესახებ ნათქვამია ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ყოველდღიურ მიმოხილვაში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ქალაქებში მასობრივი საფლავები და წამების ადგილები ადასტურებს, რომ რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ომის შემსწავლელ ინსტიტუტში დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინელი დამცველები, დანარჩენი ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებისას, გააგრძელებენ რუსეთის ომის დანაშაულებისა და სისასტიკის მტკიცებულებების აღმოჩენას.