LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ კაზინოების აკრძალვის შემდეგ, პროცესები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, რაც უფრო დიდი ზიანის მომტანია – სოსო ბერიკაშვილი

151
Untitled

24 წლის ადამიანი (უფრო პატარაც) შეიძლება გახდეს პარლამენტარი და წყვეტდეს ქვეყნის ბედს, მაგრამ კაზინოში ვერ შევა, – ამის შესახებ “კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს. ის ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ პრემიერის განცხადებას პოპულიზმის ნაწილად მიიჩნევს.

“კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი ონლაინ კაზინოებისთვისვის რეგულაციების გადახედვის მომხრეა, თუმცა არა აკრძალვის. საკითხზე მან „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.

“პირველ რიგში ამ რეგულაციებს პირდაპირი გავლენა ექნება ბიუჯეტზე, რომელიც დაკარგავს თანხებს, ამასთან, ეს არ ეხება მხოლოდ ბიუჯეტში გადასახადებით შესულ თანხას, არამედ უამრავი ადამიანის სამუშაო ადგილს, რადგან სათამაშო ბიზნესებს სხვა კომპანიებიც აქვთ გახსნილი. არაპირდაპირ გავლენებზე რომ ვისაუბროთ, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება, აკრძალვებს უარყოფითი გავლენა აქვს ხოლმე, ამ შემთხვევაშიც დიდი ალბათობით ასე იქნება და ონლაინ კაზინოების აკრძალვის შემდეგ, პროცესები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, რაც უფრო დიდი ზიანის მომტანია,” – აცხადებს ბერიკაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, რეკლამის აკრძალვას და ბარიერის 25 წლამდე აწევას გეგმავს.

ინიციატივა ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვასთან დაკავშირებით ნაჩქარევია და მხოლოდ საზოგადოებისგან კეთილგანწყობის მიღებას ისახავს მიზნად – აფბა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g