LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპოზიციის ავტორიტეტი და პოლიტიკური მხარდაჭერა განულებულია“ – კახა კალაძე

130
კალაძე

საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. შედეგებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ 29 აპრილს გამართულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა მხარდაჭერა აქვს მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს.

კალაძის თქმით, ოპოზიციის ავტორიტეტი და პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყანაში განულებულია.

„ცხადია, თუ რატომ არ მიიღო ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა. ძალიან კარგად იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათ მიმართ. მათი ავტორიტეტი, პოლიტიკური მხარდაჭერა დღეს ქვეყანაში განულებულია. რომელიღაც კონკრეტულ პარტიას, რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი მხარდამჭერები შემორჩენილი, მაგრამ დღეს ყველაზე მძლავრად წარმოდგენილია „ქართული ოცნება“ თავისი მხარდამჭერებით. ეს კონკრეტული შუალედური არჩევნებიც ამის დამადასტურებელია – საზოგადოებამ დაინახა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, არჩეულ კანდიდატებს კი წარმატებები უსურვა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო არჩეულ კანდიდატებს, ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ცესკო შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

„ამ მონაცემების შემდეგ, არ მგონია კიდევ მოუნდეთ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა” – მდინარაძე ოპოზიციაზე

„ამომრჩევლის პასუხი გაყალბებულ სოციოლოგიურ კვლევებზე“ – კობახიძე შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g