LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბერში ვირუსი გაექცა: ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

357
kobaxiZe gaxaria

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს პანდემიას კარგად მართავდა, მაგრამ ოქტომბერში ვირუსი გაექცა.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ვირუსის გაქცევამ“ ისინი არჩევნებზეც დააზიანა.

კობახიძის თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გიორგი გახარია სრულიად ინერტული გახდა, რამაც „ქართული ოცნების“ გუნდში შეშფოთება გამოიწვია.

„მარტიდან ოქტომბრამდე გიორგი გახარიამ ეფექტურად მართა კოვიდი და დღემდე მე ამ აზრზე ვარ, მიუხედავად ყველაფრისა მე ჩემს პოზიციას არ ვიცვლი და ვერ შევცვლი, იმიტომ რომ მგონია, რომ ასე იყო. ოქტომბერში გიორგი გახარიას გაექცა ვირუსი და ამან ჩვენ არჩევნებზეც დაგვაზიანა. არჩევნების შემდეგ გახარია გახდა სრულიად ინერტული, რამაც ხელახლა გამოიწვია ჩვენი შეშფოთება. მისი რეიტინგი იყო დაახლოებით 25% კოვიდამდე და კოვიდი როგორც კი დაიწყო, მარტის პირველივე რიცხვებში მისი რეიტინგი გაიზარდა 81%-მდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები