LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ორი ნაბიჯი” მაღაზიების რაოდენობას ასამდე გაზრდის

350

მაღაზიების ქსელი ”ორი ნაბიჯი” 2016 წლის ბოლომდე ქსელში მაღაზიების რაოდენობას  100-მდე გაზრდის.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა , თამარ გელანტიამ განუცხადა, ამ ეტაპზე ”ორი ნაბიჯი” 65 მაღაზიას ფლობს და მიმდინარე წელს დამატებით 35 სავაჭრო ობიექტის გახსნას გეგმავს.

”გვინდა, რომ ავითვისოთ ის უბნები, სადაც ჯერჯერობით არ ვართ წარმოდგენილები. გარდა ამისა, მაღაზიები დაემატება იმ უბნებსაც, სადაც უკვე ვფლობთ ობიექტებს, თუმცა ისინი ტერიტორიულად ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის”, – განაცხადა გელანტიამ.

მისივე ინფორმაციით, ყოველ ახალ მაღაზიაში, სულ მცირე 10 ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, ”ორი ნაბიჯი” მუდმივად ახორციელებს შიდა კადრების დაწინაურებას.

”ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარი კადრების კვალიფიციის ამაღლებასა და მათ კარიერულ წინსვლაზე.  მუდმივად უტარდებათ ტრენინგები და სასწავლო კურსები, რის საფუძველზეც ხდება მათი შემდგომი დაწინაურება. 2015 წელს უამრავი თანამშრომელი დავაწინაურეთ და 2016 წელი ამ მხრივ კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ვინაიდან, გაიხსება 35 ახალი ობიექტი, რაც შესაძლებლობას იძლევა უფრო მეტი თანამშრომელი დავაწინაუროთ”, – განაცხადა კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

“ორი ნაბიჯი” პირველი კომპანიაა საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები