LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორშაბათიდან „იმედის“ „დღის შოუ“ განახლებული ფორმატით დაბრუნდება ეთერში

588

მას შემდეგ, რაც „დღის შოუს“ სოფო ნარჩემაშვილი დაემშვიდობა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოქშოუ დაიხურა. დღეს ეკო ფანგანმა გაავრცელა სტატუსი, სადაც აღნიშნულია, რომ ახალი ფორმატის „დღის შოუ“ ეთერში ორშაბათიდან გავა.

როგორც ეკო ფანგანი წერს:

„მეგობრებო, დღეს ოთხშაბათია და მივიღე თქვენი შეშფოთებული წერილები… 🙂 პირველ რიგში, მადლობა თქვენ, რომ გიყვარვართ, მოგაკლდით დღეს და გამოხატეთ ეს ყველაფერი ჩემ მიმართ.

„დღის შოუ“ არ დახურულა, ორშაბათიდან განახლებული ფორმატით დაგიბრუნდებათ. იქნება უფრო მაღალი ხარისხი, უფრო ბევრი საინტერესო სიუჟეტი თუ რუბრიკა. მოკლედ, ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს და ზრუნავს თქვენზე 🙂 ❤მაგრამ… ჩვენგან გუშინ დაგემშვიდობათ თქვენი რამდენიმე საყვარელი წამყვანი, რომლებიც ჩემი უძვირფასესი კოლეგები, მეგობრები, ადამიანები და პროფესიონალები არიან. მათ გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ჩვენი ეთერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წინ ბევრად დიდი და საინტერესო საქმეები ელით 🙂 წარმატებები მათ და წარმატებები ჩვენც, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება.. მოკლედ, დაგველოდეთ ორშაბათს ვბრუნდებით ! „იმედის დღე“ დიდ ფეიერვერკებს გპირდებათ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები