LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ქეთა თოფურიას ფოტოს რუსული მედია აქვეყნებს

502
ketatofuria2010

რუსული მედია ორსული ქეთა თოფურიას პირველ ფოტოს ავრცელებს. მომღერალი ლევ დენგოვისგან შვილს ელოდება. ეს ქეთასთვის მეორე შვილი იქნება. გოგონა, ოლივია მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. როგორც ამბობენ, ლევ დენგოვისგან ქორწინებაზე შეთავაზება ,,ა სტუდიოს” ლამაზმანმა სოლისტმა უკვე მიიღო.

რაც შეეხება ფეხმძიმობის ამსახველ ფოტოს, ის სოციალურ ქსელში გამოჩნდა და დუბაიშია გადაღებული. მასზე გამოსახულია ქეთა თოფურია, რომელიც პლაჟზე ირუჯება. მას ფოტოზე წამოზრდილი მუცელი კარგად უჩანს.

აღსანიშნავია, რომ მცირე ხნის წინ რუსული მედია იუწყებოდა, რომ ქეთა თოფურიამ უკვე იმშობიარა, რასაც თავად მომღერალი გამოეხმაურა და ამ ინფორმაციას ფეიქი უწოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები