LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარის“ მფლობელი ედი რედმეინი მეტროთი მგზავრობს (ფოტო)

edi-redmain

ბრიტანელი მსახიობი ედი რედმეინი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არტისტია. „ოსკარის“ მფლობელი მსახიობის ჰონორარი თითოეულ როლზე 5 მილიონი დოლარია, რაც მას ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსვლავად აქცევს. მას აქვს ფუფუნება პირადი მძღოლის მომსახურებით ისარგებლოს, ნაცვალად ამისა ვარსკვლავი მეტროთი მზგავრობას ანიჭებს უპირატესობას.

მსახიობი ერთ-ერთმა მგზავრმა მეტროში მაშინ გადაიღო, როდესაც ის მატარებლის ვაგონში იჯდა, ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, ყურსასმენები ეკეთა და გაზეთს კითხულობდა.

სოციალურ ქსელში ფოტოს გავრცელების შემდეგ, მგზავრი წერდა, რომ ედისთან ერთად მისი მეუღლე, ჰანაც იმყოფებოდა, რომელიც ფოტოზე არ ჩანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები