ოსკაროსანი ფილმის, „მთვარის შუქის“ მსახიობები ბრენდ Calvin Klein-ის თეთრეულის რეკლამაში გამოჩნდნენ. მაჰერშალა ალიმ და ტრევანტე როდესმა ბრენდის გაზაფხულის კოლექცია წარადგინეს.
შეგახსენებთ, რომ მაჰერშალა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი კატეგორიაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი“ გახდა, ხოლო მისი მონაწილეობით ფილმმა მთავარი ჯილდო „წლის ფილმის“ სტატუსი მოიპოვა.
Calvin Klein-ის კრეატიული დირექტორის, რაფ სიმონსის თქმით კი, მსახიობებმა მათი კოლექციის წარდგენით საზოგადოებას აჩვენეს, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მოდური მამაკაცი.