LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე: „სანამ სცენა არ მაქვს, მუშაობა დავიწყე ამ კარგ კომპანიაში…“

508
1557408339-8da53705-8250-4f34-a28f-b06a599b39d0

შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობა ჯერჯერობით კვლავ არ არსებობს და არ არის ნათელი, როდის დაუბრუნდება ეს სფერო ნორმალურ ცხოვრებას.

მუსიკოსებს განსაკუთრებით ფინანსურად გაუჭირდათ და ყველა სხვაგან ეძებს სამსახურს.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ოთო ნემსაძეა, რომელმაც ახლახან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, სანამ მისთვის სცენაზე გამოსვლის საშუალება კვლავ გაიხსნება.

ოთო წერს:

„ჩემო მეგობრებო, სანამ სცენა არ მაქვს, მუშაობა დავიწყე ამ კარგ კომპანიაში. ნებისმიერი სადაზღვევო ამბავის შემთხვევაში შემიძლია ვარსკვლავური მომსახურება გაგიწიოთ. წარმატებები ყველას და იმედია, მალე შევხვდებით სცენაზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები