LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: ჯგუფებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვით, კომბლებით შეუძლიათ ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა, საერთო არ აქვთ არც ქართულ ღირებულებასთან, არც ტრადიციების დაცვასთან

175
fot

გამოხატვის თავისუფლების დაცვა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, ჯგუფებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვით, კომბლებით, ადამიანის ჩაქოლვით, განადგურებით შეუძლიათ ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა, საერთო არ აქვთ არც ქართულ ღირებულებასთან, არც ტრადიციების დაცვასთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, „პრაიდის ფესტივალის“ მოწინააღმდეგეები არიან რუსული გავლენის ჯგუფები.

„არ შევდივარ დღევანდელი აქციის შინაარსში. ერთი რამ ვიცი, კონსტიტუციაში წერია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს გამოხატვის თავისუფლების დაცვა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ. ჯგუფებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვით, კომბლებით, ადამიანის ჩაქოლვით, განადგურებით შეუძლიათ ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა, საერთო არაფერი აქვთ არც ქართულ ღირებულებასთან, არც ტრადიციების დაცვასთან. ეს ხალხი არის რუსული გავლენის ჯგუფები, ზოგი შეცდომაშია შეყვანილი, ზოგი პირდაპირ დაფინანსებული და არც უარყოფენ ამას. ამას იყენებენ, რათა თავიანთი საჭიროება დამატკიცონ ქვეყანაში. არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით საქართველოში არ დგას, მით უმეტეს, არანაირი კითხვის ნიშნები არ დგას ჩვენი რელიგიური იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

„თბილისი პრაიდი“: „პრაიდის ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა“

ვატო შაქარიშვილი: მოვუწოდებთ შსს-ს, გასცეს განკარგულება და უთხრას პროვოკაციის ავტორებს, გააუქმონ ეს სოდომ-გომორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g