LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპმა ფრანცისკემ ქართულ სამრევლოს რომში ტაძარი გადასცა

68
BeFunky-collage (10)

რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას ​რომში მდებარე ეკლესია 70 წლის ვადით გადასცა.

ინფორმაციას რომის ქართული სამრევლოს სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. წმიდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან (70 წელი) სარგებლობაში გადმოეცა რომში მდებარე ეკლესია, სადაც დღემდე მსახურებებს აღავლენდნენ რომის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები.

უპირველეს ყოვლისა ჩვენი სამრევლოს სახელით მადლიერებას გამოვხატავთ მისი უწმიდესობის, რომის პაპის ფრანცისკეს მიმართ. ასევე მადლიერებას გამოვხატავთ, რომის პაპის ვიკარის რომის ეპარქიაში, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კარდინალ ანჯელო დედონატის მიმართ, რომლის უდიდესი თანადგომით და კეთილი ნებით მოხდა ტაძრის გადმოცემა.

დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს წმიდა საყდართან (ვატიკანი) და პირადად ელჩს , ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ – მუხრანელს გაწეული დახმარებისთვის.

ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდესა და უნეტარეს ილია 2, ჩვენი ეპარქიის მმართველს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ყველა ჩვენი სამრევლოს წევრს ამ ისტორიულ და სასიხარულო მოვლენას”, – წერს არქიმანდრიტი იოანე ხელაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები