LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვაზე: საქართველოს მთავრობას არანაირი განმარტება არ აქვს გასაკეთებელი, განმარტება უნდა გააკეთოს იმან, ვინც ბრალს წარადგენს

115
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ უკრაინის შესაბამის სტრუქტურებს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ ასეთი რისკები არსებობს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, დეზინფორმაციული განცხადებები საქართველოსა და უკრაინას შორის პარტნიორულ ურთიერთობებს არ წაადგება.

ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას სამშობლოს წინააღმდეგ: მდინარაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

„ამაზე გუშინვე მეც განვაცხადე და დღეს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდანაც ვნახეთ განცხადება. ეს არის ჩვენი შეფასებით ტყუილი, ვინაიდან არანაირი, მტკიცებულება არ წარმოდგენილა, რომ რაიმე ასეთი რისკები არსებობს.

ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, მოველით განმარტებებს ამასთან დაკავშირებით უკრაინის შესაბამისი სტრუქტურებიდან. ასე რომ, რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში ასეთი დეზინფორმაციული განცხადებების გაკეთება ნამდვილად არ არგებს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს. სამწუხაროა, რომ ამ მომენტში ხდება სწორედ ასეთი ინფორმაციების გავრცელება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დასმულ კითხვაზე კი, რომელიც ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის განცხადებასთან ეხებოდა და რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო განცხადებაა საჭირო, თუ ვის გვერდით დგანან: „ევროკავშირთან და უკრაინასთან, თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან“, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ გალერის ეს განცხადება იყო გამოხმაურება უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე, რაც არის მაგალითი, რომ მსგავსი ინფორმაციები გარკვეულ რეზონანსს იწვევს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას არანაირი განმარტება არ აქვს გასაკეთებელი.

„ეს იყო გამოხმაურება უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე. ესეც ჩვეულებრივი მაგალითია იმის, რომ სამწუხაროდ, ასეთი სახის ინფორმაციები ვრცელდება და გარკვეულ რეზონანსს იწვევს. სინამდვილეში, საქართველოს მთავრობას არანაირი განმარტება არ აქვს გასაკეთებელი. განმარტება უნდა გააკეთოს იმან, ვინც ბრალს წარადგენს, ამ შემთხვევაში უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა.

თუკი მას აქვს რაიმე პრეტენზია და ბრალი, მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და ჩვენ ამას ველით. როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით არაფერი, გარდა იმ განცხადებისა, ჩვენ არ გვინახავს და სამწუხაროა, რომ უსაფრთხოების კუთხით, ასეთ რთულ ვითარებაში, მსგავსი დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციას ავრცელებენ.“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ.

საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე – რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას გასცენ ბრძანებები, სპეცსამსახურებმა თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?: უკრაინის ვიცე-პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები