LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარაგრაფი“ ევროპის საუკეთესო 300 სასტუმროს შორის პირველ სამეულშია

7108
46715037_359258754639687_1244398561345404928_n

ევროპის საუკეთესო სასტუმროები და ლიდერ პოზიციაზე  შეკვეთილში მდებარე „პარაგრაფი“ – „მარიოტ ინტერნეიშენალმა“ 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ სამეულში წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ „მარიოტ ინტერნეიშენალი“ (Marriott International) საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროს გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიას ყოველწლიურად ატარებს. ამჯერად, უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს, ლონდონში გაიმართება.

შეკვეთილში მდებარე „პარაგრაფმა" ბარსელონას და მილანის სასტუმროებს აჯობა

„პარაგრაფი“ Autograph Collection-ის სასტუმროებს შორის ევროპაში პირველ ადგილზეა

„მთელი გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის და ამით ნამდვილად ვამაყობთ. როგორც ცნობილია, ევროპაში 300-მდე „ფრენჩაიზ“ სასტუმროა და ამ ნომინაციაში საუკეთესო სამეულში მოხვედრა იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი გუნდის დამოკიდებულება სასტუმროს, მისი სტუმრების, „მარიოტისა“ და „ავტოგრაფის“ ბრენდისადმი არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, რაც „მარიოტის“ ქსელისთვის დამახასიათებელი მომსახურებისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებაა“, – აცხადებს „მარიოტის“ ევროპის ფრენჩაიზინგის ვიცე-პრეზიდენტი, მორტენ სკუმსრუდი.

შეგახსენებთ, „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს თანაინვეტსირების ფონდის პორტფელში ერთ-ერთი პირველი  პროექტია, ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები