LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის წინ კარვების აქცია იმართება: პროტესტის ამ ფორმით, რაღაც გამარჯვებას მივაღწევთ

137
კარვები000000

საქართველოს პარლამენტის წინ, უკვე, მე-12 დღეა, კარვებია განთავსებული და საზოგადოების ნაწილი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს.

“ფორტუნას” ჟურნალისტი, თამარ ხუციშვილი ესაუბრა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ზურაბ ბერიაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ მეგობრები თავისი ინიციატივით შეიკრიბნენ და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებიან.

“ვაპროტესტებთ იმას, რომ არჩევნები გაყალბებულია. ამაზე თანხმდება მთელი ოპოზიციური სპექტრი. მათ შორის საზოგადოებამაც დავინახეთ, რომ არჩევნები გააყალბეს.

საარჩევნო უბნებზე იყო ძველი ბიჭების მობილიზება, ადამიანების მოსყიდვა, დაშინება, პირადობის მოწმობების გამორთმევა მათზე, ვიზეც იცოდნენ რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები იყვნენ, რომ ისინი არ მისულიყვნენ საარჩევნო უბანზე.

უკვე მეთორმეტე დღეა, სადღაც 30-40 ადამიანი ყოველდღიურ რეჟიმში ასე დავდივართ. თუმცა, არცერთი სახელისუფლებო პირისგან პროტესტს გამოხმაურება არ ქონია.

რაც შეეხება, ოპოზიციურ პარტიებს, არც ისინი გამოჩენილან. აქ შეკრებილი საზოგადოება გაბრაზებულია და არ უყურებს, რომელიმე პარტიას. ვერ ვიტყვი, რომ შემთხვევით შეკრებილი ხალხი ვართ. ერთმანეთის მეგობრები 3-4 კაციანი ჯგუფები ვართ.”

აქციის მონაწილე აღნიშნავს, რომ არჩევნები არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ, საქართველოსთვის გააყალბეს.

რაც შეეხება მოთხოვნებს ესენია: ვადამდელი არჩევნები, ცესკოს თავმჯდომარის ცვლილება და მთელი რიგი ის რეფორმები, რაც ჭირდება სამართლიან არჩევნებს. ხელისუფლების მხრიდან მოლოდინი არ მაქვს, რომ რამე კომპრომისზე წამოვლენ. თუმცა, ვნახოთ რადგან ოპოზიცია არის ერთიანი და საზოგადოებასაც იგივე მოთხოვნა აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროტესტის ფორმით რაღაც გამარჯვებას მივაღწევთ.

საზოგადოება ფეისბუქ ლაივებით გვადევნებს თვალს და თავისი სურვილით ზოგს ყავა მოაქვს, ზოგი ისე გვიერთდება. ხალხი თვითონ უნდა ხვდებოდეს, რომ არჩვენები გაყალბდა. არც ოპოზიციური პარტიების მოწოდებებს უნდა დაელოდონ, არც სახელისუფლებო ლიდერებს. ყველამ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ და არ დაჭირდეს მომავალ თაობას იგივე პროცესების გავლა”. – განაცხადა, ზურაბ ბერიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები კარვებში ღამითაც რჩებიან და არ აპირებენ დაშლას, სანამ რეაგირებას არ მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g