LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან ლოზუნგით – “გაამკაცრე კანონი!”, “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა” აქცია მიმდინარეობს

174
353525207_942067290387481_1485993521935190616_n

პარლამენტთან აქცია – “დაიცავი შენი მიკედლებული” მიმდინარეობს.

აქციის მონაწილე შინაური ცხოველების უფლებების დამცველები და მეპატრონეები კანონის გამკაცრებას ითხოვენ.

მათ ადგილზე მოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: “გაამკაცრე კანონი!”, “დასაჯე მკვლელი!”, “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა”, “ცხოველებისთვის”.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის დამნაშავეების დასჯა, კანონის გამკაცრება და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ცხოველების ხოცვა-წამების დასრულება. შესაბამისად, პარლამენტს მოვუწოდებთ, დროულად კანონი მიიღონ და ის გაამკაცრონ”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ისინი შსს-ს მოუწოდებენ ბოლო 10 დღეში ცხოველების მიმართ გავრცელებული ძალადობის ფაქტებზე დააკავონ დამნაშავეები.

აქციის ორგანიზატორების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g