LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა ისტორიას მოვყვები, რატომ შეირჩა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე…” – კობახიძე

217
BeFunky-collage - 2023-03-16T003348.291

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის ისტორია გაიხსენა.

„მოვყვები პატარა ისტორიას, რატომ შეირჩა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული კანდიდატის შერჩევაში. ძირითადი კრიტერიუმი იყო რა, ერთი ის, რომ იყო ქალბატონი და სიმბოლიზმი ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი. ამაზე კეთდებოდა აქცენტი მათ შორის პირველ რიგში ბატონი ბიძინას მხრიდან. ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული ტრადიცია, თამარ მეფიდან მოყოლებული ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ქალები არიან წინა პლანზე, მათ შორის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასე ვთქვათ ამ ტრადიციას ვეცით პატივი.

მეორე ფაქტორი, რაზეც ასევე ბიძინა ივანიშვილი ამახვილებდა ყურადღებას, ეს იყო მისი განსაკუთრებული კავშირი ჩვენს უახლოეს ისტორიასთან. საუბარია მის ოჯახზე და პირადად მასზე. ის არის პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებისა და მაშინდელი საზოგადო მოღვაწეების შთამომავალი. ესეც იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რატომაც იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ, ეს ადამიანი არ იყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და არც მის პატრონებთან. თქვენ გახსოვთ ფაშისტური კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. მისი გამოცხადება მოღალატედ. ბილწსიტყვაობა რაც გვესმოდა გვარამიასა და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრების მხრიდან. მაშინ ამ ფაშისტურ კამპანიაში ჩართულები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ უცხოელი მფარველებიც.

ჩამოდიოდნენ უცხოელები და პირდაპირ ხელს აფარებდნენ იმ ფაშისტურ კამპანიას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებდა. ამით გაირკვა, რომ მას „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი არ ჰქონდა. გავიდა გარკვეული დრო და ზურაბიშვილის მხრიდან კეთდება გარკვეული განცხადებები, რაც ჩვენთვის არის გაუგებარი. გლობალურ ომის პარტიას საკმაოდ დიდი რესურსები აქვს და იმის გავლენაა ის განცხადებები და პოზიციები, რომელსაც ქალბატონი სალომე აფიქსირებს. თუმცა ამასთან ერთად პერიოდულად ჩანს ხოლმე, რომ ამ ადამიანს თავისი პრინციპები მაინც აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები