გარდაცვლილი ერთი წლის ალექსი პატურაშვილის დედა სოციალურ ქსელში, სპეციალურად ალექსისთვის შექმნილ ჯგუფში, სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მის ოთახში დღეს ბეღურა შემოფრინდა.
“დილით მოფრინდა ჩემს ოთახში და მთელი დღეა ჩემთან არის ეს ბეღურა. ალექს იმედია შენ ხარ. დღეს ალექსის დაბადების რიცხვია 03” – წერს ნატალი ღვედაშვილი კორნევა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, ერთი წლის ალექსი პატურაშვილს რამდენიმე თვის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა. ალექსი თურქეთის საავადმყოფოში მკურნალობდა.
დამძიმებული მდგომარეობით ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა პატარა პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.