LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: ადრე თუ გვიან, საღი აზრი გაიმარჯვებს… უკრაინას მოუწევს გაიგოს რუსეთის პირობები და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან

100
პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინას მოუწევს, გაიგოს რუსეთის პირობები და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„ადრე თუ გვიან, საღი აზრი გაიმარჯვებს და ისევ დადგება მოლაპარაკების ჯერი, მანამდე კი უკრაინელებს მოუწევთ, კიდევ ერთხელ გაიგონ ჩვენი ყველა პირობა, მათ ძალიან კარგად იცნობენ. დაეთანხმონ მათ. მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და უბრალოდ დააფიქსირონ ის დოკუმენტი, რომელიც ბევრ რამეში უკვე შეთანხმებულია“, – განაცხადა პესკოვმა.

პუტინის წარმომადგენლის თქმით, დასავლეთი დღეს ფსონს დებს უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელებაზე და, სავარაუდოდ, “დასავლეთის ქვეყნები ვაშინგტონის ხელმძღვანელობით არ აძლევენ უკრაინელებს უფლებას იფიქრონ, ისაუბრონ მშვიდობაზე ან განიხილონ მშვიდობა”.

ამასთან, პესკოვმა გამოხატა რწმენა, რომ „ადრე თუ გვიან დასავლეთში საღი აზრი გაიმარჯვებს და უკრაინაზე მოლაპარაკებები განახლდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g