კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსული საომარი ოპერაციის მიზანი არის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. მისივე თქმით, ოპერაციის ხანგრძლივობაზე გადაწყვეტილებებს რუსეთის პრეზიდენტი იღებს.
“ოპერაციას აქვს თავისი მიზნები, ისინი უნდა იქნეს მიღწეული. პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია, ხოლო მიზნები მიღწეული იქნება”, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება მზადაა უკრაინის ხელისუფლებას ესაუბროს, თუ ისინი მზად იქნებიან რუსეთის მიერ მიწოდებული საკითხები განიხილონ, მათ შორის ნეიტრალიტეტის სტატუსზე.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:
იდეალური გეგმით საჭიროა “გაათავისუფლონ უკრაინა და გაწმინდონ ნაცისტებისგან”: დიმიტრი პესკოვი