მამა პეტრე კოლხმა შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისმა პატარა ბიჭუნამ კორონავირუსი დაამარცხა.
„ზუმ თქვა, ჩემი წილი კოვიდი დავთრგუნე, თქვენც ჯვარი გეწეროთო!..“, აღნიშნა მამა პეტრემ.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ მან სოციალურ ქსელში მიმართა ადამიანებს დასახმარებლად, რადგან შვილისა და შვილიშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ნორმალურ პირობებში ვერ ახერხებდა. მისი პოსტის შემდეგ კლინიკაში მამა პეტრეს კოვიდინფიცირებული ქალიშვილისა და შვილიშვილისთვის ერთი ადგილი გამოიძებნა.