LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრო პოროშენკო სასამართლომ პირადი თავდებობით გაათავისუფლა

136
1

უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ პირადი თავდებობით გაათავისუფლა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება გამომძიებელმა მოსამართლემ ალექსეი სოკოლოვმა მიიღო.

სასამართლომ პოროშენკოს პასპორტების გადაცემაც მოსთხოვა.

გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა წინასწარ პატიმრობას, ერთი მილიარდი გრივნის გირაოს გადახდის შესაძლებლობით.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

მოგვიანებით კი სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციამ მხარდამჭერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

შეგახსენებთ, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები