LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირდაპირ გეუბნებით, ეს იყო ქვეცნობიერის გამოვლენა – პრემიერი

157
buba 2222

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია თავისუფლების მოედანზე ბუბა კიკაბიძის მიერ „თბილისოს“ რუსულად შეფასებას შინაგანი ხმის გამოძახილად აფასებს.

„ტელეკომპანია „მთავარში“ “გრუ”-ს (რუსეთის სადაზვერვო სამმართველო) ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საუბარია, რა თემები უნდა გააქტიურდეს საქართველოში არჩევნების შემდეგ.

ესაა გარეჯის თემა, ანტიაზერბაიჯანული საკითხები, სადაც მოხსენიებულები არიან „ქართული ოცნებისა“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები და ასევე სასულიერო პირები, რომელსაც „გრუ“ იყენებს ამ საკითხებისთვის.

ეს ნიშნავს, როდესაც საქართველოში „გრუ”-ს სცენარს მიჰყვებიან?“ – ჟურნალისტის ამ კითხვას პრემიერი პასუხობს:

„საიდან გაქვთ „გრუს“ შესახებ ინფორმაცია, აა, წყარომ მოგაწოდათ, ხო. არა წყაროები უნდა დაიცვათ, ოღონდ ამ წყაროების ადეკვატორობას და ობიექტურობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. 

ამ ქვეყანაში იმიტომ რომ სუსტ ოპოზიციას არ აქვს თემები, ყოველ ჯერზე არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე საკითხი ხდება რუსეთი და პრორუსულობა. პრორუსული ვინ არის, გუშინ ვნახეთ. პირდაპირ გეუბნებით, ეს იყო ქვეცნობიერის გამოვლენა.  წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მეორე თემა არის  ლარის კურსი. დღეს ლარის კურსი ასე თუ ისე დასტაბილურებულია და ახლა თემა რომ არ აქვთ, „გრუ”-ს თურმე ანალიტიკური წერილი გამოუგზავნია. ამაზე სერიოზულ კომენტარს მეტს ვერ გავაკეთებ. ცუდია, როდესაც ოპოზიცია უბრალოდ თემას ვერ პოულობს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

არ შეიძლება მართვის პულტთან მათი მიშვება – ჩერგოლეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g