LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა, დაკავებულია

389
fyp;f

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანი გოგოს “მოტაცების” ბრალდებით 1998 წელს დაბადებული გ. მ. დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა.

მარნეულიდან 17 წლის გოგონა გაიტაცეს - ის მამაკაცებმა ძალდატანებით ჩასვეს მანქანაში

17 წლის გოგონა მასწავლებელთან მოსამზადებელ კურსზე იყო წასული

სამართალდამცველებმა გ.მ. ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს”- სახალხო დამცველი მარნეულში ჩავიდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები