ამერიკის ყოფილი პირველი ლედი მელანია ტრამპი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ტრამპის ახალი ფოტოები პალმ-ბიჩის რეზიდენციიდან გავრცელდა, სადაც მელანიამ მეუღლესთან და ვაჟთან ერთად დედის დღე აღნიშნა. სპეციალურად მოწყობილ ვახშამზე მელანია ბრწყინავდა თეთრ კოპლებიან კაბაში.
საინტერესოა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მელანია ტრამპი საჯაროდ არ გამოჩენია. შეიძლება ითქვას, რომ ესა არის მისი პირველი ფოტო მას შემდეგ, რაც დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრი სახლი დატოვეს.