LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი უკრაინული F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლის მოწოდება იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი დამარცხდა” – ზელენსკი

203
ვოლოდიმირ ზელენსკი

პირველი უკრაინული F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლის მოწოდება იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი დამარცხდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

„ნათელია, რომ ეს გლობალური ნაბიჯი შესაძლებლობას მოგვცემს გავაფართოოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რადგან მხოლოდ ძლიერი თვითმფრინავებით ხდება საჰაერო თავდაცვის სისტემა სრულყოფილი.

პირველი უკრაინული F-16 იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომელსაც რუსეთი საკუთარი აგრესიის გამო წააგებს. ის უფრო სუსტი და კიდევ უფრო იზოლირებული გახდება.

ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ რუსულმა ტერორმა წააგო და ჩვენი სამყარო, რომელიც დაფუძნებულია დამოუკიდებელი სახელმწიფოების პატივისცემაზე, გადარჩა“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები