LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ვიზიტი, რომელიც დაემთხვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარ სასაზღვრო კონფლიქტს – ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა

84
BeFunky-collage (4)

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა. პელოსი სომხეთში კონგრესის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ პელოსი არის აშშ-ს პირველი უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი, რომელიც ეწვია სომხეთს მას შემდეგ, რაც რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სხვა მაღალჩინოსნებს. ისინი განიხილავენ სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების მიმდინარე ვითარებას. სომხეთშ ყოფნის დროს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრესკონფერენციას გამართავს.

 

 

პელოსის განცხადებით, კონგრესის დელეგაციის ვიზიტი სომხეთში არის აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიმბოლო როგორც სომხეთის, ისე კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ გადავცემთ შეერთებული შტატების, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თავმჯდომარის და სომხეთის დიდი ხნის მეგობრის მტკიცე და მუდმივ მხარდაჭერას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის“, – დაწერა პელოსიმ ტვიტერზე.

ცნობისთვის, ეს არის სომხეთში პელოსის პირველი ვიზიტი, რომელიც დაემთხვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარ სასაზღვრო კონფლიქტს.

სომხეთის თანახმად, 13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით ფართომასშტაბიანი საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ბაქომ განაცხადა, რომ მისი მოქმედებები გამოწვეული იყო სომხეთის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით „ფართომასშტაბიანი პროვოკაციით“.

ბოლო ინფორმაციით, შეტაკებებს  200 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

“საქართველოს მოუწევს ადეკვატური რეაგირება იმ მოთხოვნებზე, რომლებიც წამოვა კონფლიქტში მონაწილე მოთამაშეებისგან” – კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რა შეიძლება გამოიწვიოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავებამ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g