დედაქალაქის მერი საარჩევნო უბანზე საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად უფროს შვილთან ერთად მივიდა და ხმის მიცემის რიგში რამდენიმე წუთი გაატარა.
„პირველი რაც მინდა აღვნიშნო, ხალხმრავლობა არის საარჩევნო უბანზე, რაც ძალიან კარგია. მინდა ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო, რადგან ყველა იხდის მოქალაქეობრივ ვალს. მე არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე. მშვიდობაზე სტაბილურობაზე. იმის ფიქრის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში უპირობოდ გავიმარჯვებთ, ხალხის განწყობა და დამოკიდებულება გვაძლევს. ასევე ის კვლევები, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა სხვადასხვა ტელევიზიაში, თუმცა მთავარი ხალხის განწყობაა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, ეს “ქართული ოცნებაა,”- განაცხადა კახა კალაძემ“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ ვინმე შეეცდება არეულობის მოწყობას, სახელმწიფო კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ არჩევანი 64-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
საქართველოში მე-10 მოწვევის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
