პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი დასავლელ პარტნიორებს მიმართავს.
ამის შესახებ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს და მოუწოდებს მათ მიიღონ ზომები, რათა უკრაინის თავზე ცა დაკეტოს.
“ამ ომის ლოგიკა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დიდ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების გაზრდაა. მხოლოდ დახურული ცა შეაჩერებს ესკალაციას. დროა, დასავლელმა პარტნიორებმა პასუხისმგებლობა აიღონ ომის დასრულებაზე,“- წერს მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერში“.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში