ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი განცხადებით, ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს, პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება და საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას.
„ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს“. – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
The logic of escalation is getting the upper hand. The political crisis is deepening. All sides need to demonstrate responsibility and have the best interest of the country and the Georgian people at heart. Efforts to find common ground must not be abandoned.
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) February 23, 2021