LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პორშემ“ პირველი ელექტრონული ავტომობილი წარადგინა (ფოტო/ვიდეო)

204
f213227c8ff9a475716147c08f0de9decf61e177

„პორშემ“ თავისი პირველი ელექტრონული ავტომობილი წარადგინა. პრემიერა ერთდროულად სამ ლოკაციაზე – კანადაში, გერმანიასა და ჩინეთში შედგა და ჰეტჩბეკის შესაძენად ავტომოყვარულები დიდ რიგშიც ჩადგნენ. სიახლეს ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი მოდელი გახდეს, თუკი მისი წინასწარი შეკვეთების რაოდენობა ლეგენდარულ 911-ზე მეტი იქნება.

Taycan PPE-ის არქიტექტურაზეა აგებული, რაც ელექტრონული აგრეგატის მქონე მოდელებზეა გათვლილი. დასაწყისისთვის ბრენდმა ჰეტჩბეკის ყველაზე მძლავრი მოდიფიკაციები წარადგინა – Turbo და Turbo S. პირველი მათგანი 680 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავითაა აღჭურვილი, მეორე კი 761 ძალას ფლობს. ავტომობილთა ძრავი 93,4 კილოვატ-საათიანი სიმძლავრის ელემენტით საზრდოობს.

საბაზისო ავტომობილი პირველ „ასეულს“ 3,2 წამში ავითარებს. მისი სვლის მარაგი 450 კილომეტრია. ტოპ Taycan Turbo S-ს კი 100 კილომეტრამდე გასახურებლად მხოლოდ 2,8 წამი სჭირდება. ერთი დამუხტვით კი – 412 კილომეტრს გადის. ორივე მოდიფიკაციის მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-ია.

Porsche Taycan – პირველი სერიული ავტომობილია, რომელიც 800 ვოლტის ძაბვის ელექტროსისტემითაა აღჭურვილი. ელექტროქარის ელემენტის დამუხტვა საკმაოდ კომფორტულია და 5 წუთი სრულად საკმარისია იმისთვის რომ 100 კილომეტრიანი გარბენი უზრუნველყოს, 80%-მდე დამუხტვას კი – 22,5 წამი სჭირდება.

ავტომობილს სვლის 5 რეჟიმი ექნება – Range (ელემენტის ეკომონიურად გამოყენება), Normal, Sport, Sport Plus და Individual, რაც ავტომობილის მახასიათებლების პერსონალიზაციას გულისხმობს.

Taycan-ის სალონში ერთდროულად 5 ეკრანია დამონტაჟებული. რაც მულტიმედიური სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. დამხმარე სისტემებს შორის კი ჭკვიანი ხმოვანი ასისტენტია აღსანიშნავი, რომელიც ერთი ფრაზით – „ჰეი პორშე“ აქტიურდება.

და ბოლოს, Taycan-ის ფასი 157 100 ევრო, ხოლო ვერსია Turbo-ს ღირებულება კი – 191 000 ევრო იქნება.

ელექტროქარი ბაზარზე 2022 წლიდან გამოვა და Porsche ამ პროქტს 6,7 მილიარდ დოლარს მოახმარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები