ამ დროისთვის ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანხლებმა პირებმა სასტუმროს რესტორნის ტერიტორია დატოვეს. ისინი პოლიციის კორდონის დახმარებით ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ადგილზე იყო დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის. აქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით “რუსეთი ოკუპანტია” გააცილეს.
ცნობისთვის, ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად დაბადების დღის აღნიშვნას ასახელებს. მის ჩამოსვლას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ.